სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ზურაბიშვილი ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.

„საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები