გიორგი ვოლსკი: პერსპექტივაში 2030 წელს ევროკავშირის გაფართოების რეალურ შანსს ხედავენ

,,პერსპექტივაში 2030 წელს ევროკავშირის გაფართოების რეალურ შანსს ხედავენ, რადგან, როგორც მაკრონი ამბობს, 27 წევრშიც კი არ არის სინქრონიზაცია, რომელიც მოითხოვება ამ მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გაერთიანებისაგან”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის უამრავი მაგალითი არსებობს.

„პერსპექტივაში 2030 წელს ევროკავშირის გაფართოების რეალურ შანსს ხედავენ, რადგან როგორც მაკრონი ამბობს, 27 წევრშიც კი არ არის სინქრონიზაცია, რომელიც მოითხოვება ამ მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გაერთიანებისაგან. ამის უამრავი მაგალითი დავინახეთ. ეს რა საკვირველია არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც ვალდებულებებზე უარი უნდა ვთქვათ. პირიქით, ასოცირების ხელშეკრულება არსებობს და არსებობს ზედმიწევნით შესრულებული რეკომენდაციები. გარკვეულ თემებზე შეგვიძლია, გავაგრძელოთ დისკუსიები, თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენ მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე. ევროკავშირი ასე ხედავს ამ სიტუაციას. რაც შეეხება შარლ მიშელს, იგი აღმასრულებელი სტრუქტურის ხელმძღვანელია“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები