,,საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს და, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ევროკავშირთან თვისებრივი დაახლოებისთვის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ფუნდამენტური ეკონომიკური წინსვლა აქვს.
„საქართველო დღეს თვისებრივად არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ტარდება დემოკრატიული არჩევნები, სადაც არის მედიაპლურალიზმი, სადაც არის პოლიტიკური პლურალიზმი, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული. ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა საქართველოში 2012 წლის შემდეგ. ასევე – გვაქვს ფუნდამენტური ეკონომიკური წინსვლა წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს და, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ევროკავშირთან თვისებრივი დაახლოებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.