უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში მობილიზაციის მოცულობა არ გაიზრდება.
„არ მგონია, რომ უახლოეს თვეებში მობილიზაციის გაზრდის საკითხი დადგეს. კარგი გაგებით, ჯერ კიდევ არ არის შესრულებული უმაღლესი რადას მიერ დამტკიცებული მობილიზაციის გეგმა. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს ახალი მობილიზაციის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას. სამართლებრივ ჭრილში რესურსი ჯერ კიდევ გვაქვს“, – განმარტა მინისტრმა.
რეზნიკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სჭირდებოდათ როტაცია კონტრშეტევაში მონაწილე ქვედანაყოფებში, თუმცა, მისი თქმით, ვითარება კრიტიკული არ არის და სამხედრო პერსონალის რაოდენობის გაზრდის საჭიროება არ არსებობს.