შალვა ოგბაიძე – ,, ქალაქის განვითარება არ გაჩერდება”

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, შალვა ოგბაიძე ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო პროექტის განხორციელების შემთხვევაში სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება.

“მე მესმის, რომ ოპოზიცია ხელფასს სწორედ კრიტიკაში იღებთ და ამიტომაც დახატეთ ლამის აპოკალიფსური სურათი. არასოდეს დაინტერესებულხართ საკითხით და ტრანსპორტის განვითარების კუთხით მხოლოდ კრიტიკით ხართ დაკავებულები’’, – მიმართა შალვა ოგბაიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი რეგულაციების გათვალისწინების გარეშე, როგორიცაა ტექდათვალიერება, გამონაბოლქვის რეგულირება, ელექტრომობილებისა და ეკომეგობრული ტრანსპორტის წახალისება, არ ხდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.

“საერთოდ, გირჩევთ, ძალიან კარგი იქნება ჩვენი კოლაბორაცია ამ კუთხით დავარქვათ „ერთი დღე მაჟორიტარებთან ერთად“ და ვიაროთ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად. ვნახოთ, თუ როგორი კომუნიკაცია აქვთ მოსახლეობასთან, რა თემებია ცხელი, ჩვენი ქალაქის ამა თუ იმ უბანში, რა აწუხებს ხალხს და ა.შ. ისე კი იცოდეთ, ქალაქის განვითარება არ შეჩერდება”, – აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები