შუახევის მუნიციპალიტეტში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 დაურეგისტრირებელი, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში და სოფელ ოლადაურში დალუქეს. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.