“13 წლის უმაგრეს აბოს დავეხმაროთ და მოვუწყოთ დღესასწაული” – ლიზა გეგეჭკორი
“მეგობრებო, გამოვდივარ ინიციატივით 13 წლის უმაგრეს აბოს დავეხმაროთ და მოვუწყოთ დღესასწაული – შევაგროვოთ სამოსი, წიგნები. თანხები, სათამაშოები…”,- ამის შესახებ ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.
“გთხოვთ, ყველამ ვისაც გული შეგტკივათ მომწერეთ კომენტარებში იდეები, დრო, ყველაფერი რომ შევათანხმოთ და ამ მაგარ ბიჭს ვაჩუქოთ ბედნიერება.
ვფიქრობ 3 სექტემბერი (კვირა დღე) იქნება იდეალური თარიღი აბოსთან ჩასასვლელად.
აქვე ვდებ ანგარიშის ნომრებს და დანიშნულებაში მიუთითეთ აბოსთვის.
თიბისი – #GE20TB7969145064300016
საქართველოს ბანკი – #GE87BG0000000346009108
ნივთები შეგიძლიათ მომაწოდოთ აკაკი ბაქრაძის 15 ნომერში, ან თქვენვე მოაგროვოთ და გამგზავრებამდე წამოიღოთ”,- წერს გეგეჭკორი.