ანა ნაცვლიშვილი: აუცილებელია რიკოთის უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტი

“აუცილებელია რიკოთის უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტი. ხელისუფლება და მისი პროპაგანდა ვერ გადაიტანს ყურადღებას შინაარსობრივი უსაფრთხოების საკითხებიდან კონკრეტულ ადამიანებზე, არ გამოგივათ”, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის განმარტებით, აუცილებელია, საერთაშორისო რეპუტაციის და სანდოობის მქონე პროფესიონალთა ჯგუფმა რიკოთის უსაფრთხოების, გარემოს დაცვითი საკითხების და ფინანსური აუდიტი ჩაატაროს.

“ლელო” კვლავ დღის წესრიგში ვაყენებთ რიკოთზე მიმდინარე მშენებლობის საერთაშორისო აუდიტირების საკითხს. აუცილებელია საერთაშორისო რეპუტაციის და სანდოობის მქონე პროფესიონალთა ჯგუფმა ჩაატაროს რიკოთის უსაფრთხოების, გარემოს დაცვითი საკითხების და ფინანსური აუდიტი. ორი კვირაა, “ლელომ” ეს წინადადება გააჟღერა და მიმართა ხელისუფლებას და ვინაიდან ამ დრომდე პასუხგაუცემელია ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, გარემოს დაცვასთან, ირგვლივ მცხოვრებლებზე ზემოქმედებასთან და ა.შ. ჩვენ ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მივმართავთ ხელისუფლებას და ველოდებით პასუხს: კის ან არას. მე უკვე ოფიციალური წერილით მივმართე შესაბამის უწყებებს – ინფრასტრუქტურის მინისტრს, საგზაო დეპარტამენტს, ეკონომიკის მინისტრს და მათ აქვთ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომ 10 დღის განმავლობაში პასუხი ჩამოაყალიბონ, რომელიც არის კი ან არა და არა  – ზოგადი პასუხები”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები