“ქართველების ნაწილს რევანშის იმედი აქვს, თუმცა, ეჯახებიან იმ თანამოქალაქეების წინააღმდეგობას, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების მიმართ თბილად არიან განწყობილნი” – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ფიქრობს, რომ ქართველების უმეტესობას რუსეთთან მშვიდად ცხოვრება სურს, რადგან რუსეთი ახლო მეზობელია, ამერიკა კი ოკეანეს გაღმაა.

​ამის შესახებ მან რუსეთ-საქართველოს, 2008 წლის ომთან დაკავშირებით დაწერილ სტატიაში ამბობს.

მედვედევი ასევე ფიქრობს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილს რევანშისტული ზრახვები აქვს, თუმცა, ისინი მოქალაქეთა მეორე ნაწილს აწყდებიან, რომელსაც არ სურს, რუსეთისადმი სიძულვილი “ეროვნული იდეის ხარისხში აიყვანოს”.

“თავის დროზე სააკაშვილი გახდა აშშ-ის პირველი მარიონეტული ლიდერი კავკასიაში ერთი მისიით – გააღვივოს საქართველოს მაცხოვრებლების სიძულვილი რუსეთის მიმართ, შეარყიოს მისი პოზიცია ამიერკავკასიაში და დაჩრდილოს ორი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. ეს უცნაური არსება მთელი ძალით აახლოებდა ომს. საკუთარ თავს „ძველი აღთქმის მწყემს დავითად“ მიიჩნევდა – და, ამავდროულად, ყველაფერს აკეთებდა, რომ ქართველებს დაევიწყებინათ საერთო ისტორია, გაეწყვიტათ ურთიერთობა რუსეთთან, შეზიზღებოდათ უახლოესი მეზობლები – რუსები, ოსები, აფხაზები – და მათი სიკვდილი მოესურვათ.​ საქართველოში რუსოფობიის ბოლო გამოსვლებმა აჩვენა, რომ ამ საზოგადოებას ისევ აქვს რევანშის იმედი. მიუხედავად იმისა, რომ ის მუდმივად ეჯახება იმ თანამოქალაქეების წინააღმდეგობას, რომლებიც არ აპირებენ რუსეთის მიმართ სიძულვილი ეროვნულ იდეის ხარისხში აიყვანონ და საკმაოდ თბილად არიან განწყობილნი ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ესეც ნათელია, რომ ქართველების უმრავლესობას ბევრად უფრო ეკომფორტულება ჩვენს სახელმწიფოსთან მშვიდად ცხოვრება. რუსეთი ახლოს არის, ამერიკა – ოკეანეს გაღმაა. საქართველოსთვის, უმდიდრესი კულტურის მქონე ქვეყნისთვის, რომელიც ათასობით ძაფით არის დაკავშირებული რუსეთთან, რუსოფობია არის ნონსენსი, სიმახინჯე, მძიმე დაავადება. საბედნიეროდ, სრულიად განკურნებადი დაავადება”, – მიიჩნევს მედვედევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები