ათენს ტყის ხანძარი უახლოვდება – მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია (ფოტო)

ათენის გარეუბნიდან ათასობით მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს, ტყის ხანძარი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება.

ამის შესახებ Ekathimerini წერს.

ათენის მახლობლად, ანო-ლიოსიას რაიონში მოსახლეობას ურჩიეს ლიოსიაში გადასვლა.

მეზობელ სოფელ ფილიში ხანძარმა რამდენიმე არასაცხოვრებელი შენობა უკვე მოიცვა.

ხელისუფლებამ იქვე დედაქალაქის მთავარი ნაგავსაყრელის დახურვის განკარგულება გასცა.

ევაკუაციის გაფრთხილება ასევე, გაეგზავნა ათენის რამდენიმე სხვა უბნის მცხოვრებლებს.

სახანძრო სამსახურის ბოლო საათების განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით დღეს, სულ 65 ხანძარი გაჩნდა.

მათგან ყველაზე სერიოზული ატიკის ხანძარი მიიჩნევა, ანუ ათენის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი; ასევე მნიშვნელოვანია ევროსის მდინარესთან ტყის ხანძარი.

დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ  დადიას ეროვნულ პარკში, სავარაუდოდ, მიგრანტების 18 ცხედარია ნაპოვნი, მათ შორის ორი ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები