გიორგი კალანდარიშვილი: ვხელმძღვანელობთ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით და მივყვებით სტანდარტების დანერგვას იმისთვის, რომ 2024 წელს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს

“ჩვენ ძირითადად ვხელმძღვანელობთ ეუთო/ოდირისა და ევროსაბჭო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით. ჩვენ მივყვებით ამ სტანდარტებისა დანერგვასა და აღსრულებას იმისთვის, რომ 2024 წლის ოქტომბრის თვეში ჩასატარებელი არჩევნები ევროსტანდარტებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს”, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით,  ამომრჩეველთა ინფორმირება ეს არის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობა.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ აშშ-ის საელჩოსთან და ყველა იმ ამერიკულ ორგანიზაციასთან, რომლებიც ქვეყანაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის სახით იმყოფება. რაც შეეხება გაუმჯობესების მიმართულებით გაცემულ რეკომენდაციებს, ჩვენთან მიმართებაში ასეთი ტიპი რეკომენდაციები არ ყოფილა. ჩვენ ძირითადად ვხელმძღვანელობთ ეუთო/ოდირისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით. ჩვენ მივყვებით ამ სტანდარტებისა დანერგვასა და აღსრულებას იმისთვის, რომ 2024 წლის ოქტომბრის თვეში ჩასატარებელი არჩევნები ევროსტანდარტებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს. სრულ მზაობას გამოვთქვამ როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკური პარტიების მიმართ – თუ არსებობს ასეთი სურვილი და საჭიროება, რომ არის რაიმე ტიპი დამატებითი რეკომენდაციები, რომელიც ცესკოს დონეზე გადაწყვეტას ექვემდებარება, მოხარული ვიქნები, რომ ჩავერთოთ მათ განხილვაში და ერთობლივი ძალისხმევით გვქონდეს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ცენტრალური როლი ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობა, მაგრამ, მზაობას ვაცხადებ, რომ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ჩვენი პარტნიორობა დავადასტურო იქიდან გამომდინარე, რომ სხვა უწყება და ვერც ორგანიზაციები ინფორმირების კამპანიაში ჩართვას ვერ შეძლებენ, რადგან ჩვენ გვაქვს შესაბამისი სათანადო ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით და ამასთანავე, მთავარი გახლავთ ის ტექნიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს მხოლოდ შესყიდული და მხოლოდ ჩვენი შესაძლებლობით, რესურსებით არის შესაძლებელი, რომ შესაბამის საინფორმაციო კამპანიებს ჰქონდეს მხარდაჭერა. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იქნება სათანადო მხარდაჭერა აღმოჩენილი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ საინფორმაციო კამპანიების და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების მასშტაბები, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს“, – აცხადებს კალანდარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები