გურამ მაჭარაშვილი – დეგნანზე: ყოფილი ელჩის ინტერვიუ ჩვენ შეიძლება, გავიგოთ, როგორც სასოწარკვეთილი დიპლომატის განცხადება

“კელი დეგნანი მიხვდა, რომ ვერც ელექტრონული და ვერც არაელექტრონული საარჩევნო სისტემით რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლებაში ვერ მოიყვანს, რაც მას დავალებული ჰქონდა გლობალური ომის პარტიისგან. ამიტომ, ბუნებრივია, ის სასოწარკვეთილი ამთავრებდა და დაამთავრა თავისი ელჩობის პერიოდი”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კელი დეგნანის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი ელჩის ინტერვიუ შეიძლება, გაგებულ იქნეს როგორც სასოწარკვეთილი დიპლომატის განცხადება.

„ყოფილი ელჩის ეს ინტერვიუ ჩვენ შეიძლება, გავიგოთ, როგორც სასოწარკვეთილი დიპლომატის განცხადება. ის მიხვდა, რომ ვერც ელექტრონული და ვერც არაელექტრონული საარჩევნო სისტემით რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლებაში ვერ მოიყვანს, რაც მას დავალებული ჰქონდა გლობალური ომის პარტიისგან. ამიტომ, ბუნებრივია, ის სასოწარკვეთილი ამთავრებდა და დაამთავრა თავისი ელჩობის პერიოდი და ეს ბოლო ინტერვიუ იყო მცდელობა იმის, რომ დეზინფორმაციის ნაღმები დაეტოვებინა საქართველოში. მანაც იცის, რომ ეს არ გამოუვა, მაგრამ მისი ბოლო ინტერვიუ იმის დასტური იყო, რომ „ხალხის ძალის“ პოლიტიკა სწორია, რომ საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს. სხვა შემთხვევაში, ხომ წარმოგიდგენიათ, რომ საზოგადოების რა ნაწილი აღმოჩნდებოდა დეზინფორმაციული მანქანის ზეგავლენის ქვეშ. მისი ეს ინტერვიუ, ერთი მხრივ, სასოწარკვეთილი დიპლომატის ინტერვიუა, რომელსაც არაფერი რადიკალური მიმართულება არ გამოუვიდა და მეორე მხრივ, იმის დასტურია, რომ „ხალხის ძალის“ პოლიტიკა გასაგრძელებელია, რათა ხალხმა სიმართლე იცოდეს და დეზინფორმაციის მსხვერპლი არ აღმოჩნდეს. ეს იმ ქვეყნის ელჩია, რომელ ქვეყანაშიც გაყალბებული არჩევნების ეჭვის გამოთქმისთვის საკუთარ პრეზიდენტს იჭერენ და თურმე საქართველოში გაყალბებული არჩევნები ენჯეომ რომ აღიარა, ეს სანდოობით სავსე ენჯეო ყოფილა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-შიც ნახეს, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებაც ვერ იძლევა გარანტიას, რომ „ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება“.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აგრეთვე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში, ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. ნაკლებად მნიშვნელოვანია – აშშ-ს აქვს თუ არა ნდობა შედეგის მიმართ, არამედ ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები