“რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სამართლებრივ-სამძებრო ღონისძიებების ექსპერტებად მოგვევლინნენ, მანამდე კონფლიქტოლოგები იყვნენ, უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ თავს” – რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა ილაპარაკონ ექსპერტებმა და არა პოლიტიკოსებმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უკეთესი იქნება და საზოგადოება ბოლომდე დაინახავს, პარტია როგორი დაცლილია ღირებულებებისგან და შურისმაძიებელი ადამიანების ერთობად არის გადაქცეული. მათ ბრიფინგებს, გამოსვლებს და აქტივობას ფასი არ აქვს, ხდება ლუსტრაცია, რომ წარსულისა და ძალადობის პარტიაა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებზე ძალიან მწარედ და საბოლოოდ დამარცხდება.

ამ საკითხებზე უნდა ილაპარაკონ ექსპერტებმა და არა პოლიტიკოსებმა. პოლიტიკოსები ექსპერტების ნაცვლად როცა იწყებენ საუბარს, თანაც ექსპერტული პოზირებიდან, ამით საკუთარ თავს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ. რადიკალური ოპოზიცია ამის მეტს არაფერს აკეთებს. როგორც წესი, თვითონ „ყველაფრის ექსპერტები“ არიან. ახლა სამართლებრივ-სამძებრო ღონისძიებების ექსპერტებად მოგვევლინნენ, ცოტა ხნის წინ კონფლიქტოლოგები იყვნენ და ასე შემდეგ. მუდმივად ერთი და იგივე ადამიანები ყველაფრის ექსპერტები არიან ხოლმე. ასეთ დროს უხერხულია საუბარი, მით უმეტეს, პასუხისმგებლობაზე. ეს არის უპასუხისმგებლობის სახე რადიკალურ ოპოზიციაში. პასუხისმგებლობის ნაწილზე როცა საუბრობენ, საკუთარ თავს უფრო მძიმე ვითარებაში აყენებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მისმა პარტიამ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები აწარმოა, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა იკვეთება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები