ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: ისიც კი დაეზარათ, რომ სტიქიის ზონაში ჩასულიყვნენ 

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს.

მისივე თქმით, ოპოზიციას სტიქიის ზონაში ჩასვლაც კი დაეზარა.

„სამწუხაროდ, ოპოზიცია ამ ბუნებრივი სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიას იყენებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციისა და თავისთვის რაღაც გაუგებარი ქულების მოპოვებისთვის. ისიც კი დაეზარათ, რომ ადგილზე ჩასულიყვნენ და ამით რაღაც ვიზუალი მაინც შეექმნათ.

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ყველა, მათი მცდელობა გაბანკროტებული მცდელობაა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამით ისინი შოვში დატრიალებული ტრაგედიის გულშემატკივრები კი არ არიან, არამედ არიან ამ ტრაგედიით მოსარგებლეები. ეს არის ყველაზე სამწუხარო რამ“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები