გია ცაგარეიშვილი: საგამოძიებო კომისიის შექმნა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პოლიტიკური მანიპულაციაა

“საგამოძიებო კომისიის შექმნა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მანიპულაციაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს.

„საარჩევნო სტარტის გასახსნელად ეტყობა, ძალიან ბევრი ამორალური ადამიანისთვის ეს არის კარგი თემა და ფიქრობენ, რომ ამით პოლიტიკურ ქულებს მოიხვეჭენ. ჩვენ დასამალი არავისთან არაფერი გვაქვს, ხელისგულზეა ყველაფერი. ის, რომ ისინი ოპოზიცია იქ არ ჩასულა, ის რომ იქ არავის არაფერი უნახავთ, ეს კიდევ ცალკე სალაპარაკოა და ცალკე აღნიშვნის ღირსია“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები