ირაკლი ქადაგიშვილი: უცხოეთიდან პარტიების დაფინანსება აკრძალულია 

“უცხოეთიდან პარტიების დაფინანსება აკრძალულია. თუ ასეთი რამ დადასტურდება, რეაგირებაა საჭირო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ნორმა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია აღიარებული, რომ უცხო ქვეყნის გავლენა პოლიტიკაზე, მათ შორის, ფინანსებით, არ იყოს.

„პარტიების საქმიანობა კანონით არის განსაზღვრული და უცხოეთიდან პარტიების დაფინანსება აკრძალულია. ეს ნორმა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია აღიარებული, რომ უცხო ქვეყნის გავლენა პოლიტიკაზე, მათ შორის, ფინანსებით, არ იყოს. არასამთავრობო ორგანიზაცია შინაარსით არის აბსოლუტურად სხვა ორგანიზაცია, რომელიც თავისი სახელწოდებით მიანიშნებს, რომ პოლიტიკასთან ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ საქმიანობაში გაერთიანება კანონის დარღვევაა. თუ ასეთი რამ ხდება, ეს შესწავლის საგანი უნდა იყოს. თუ ასეთი რამ დადასტურდება, რეაგირებაა საჭირო. ჩვენ ვიცით და ღია წყაროებშია, როცა სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და ზუსტად იმავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ, მათ შორის, ერთი და იგივე პირები არიან მათი მმართველები და ხელმძღვანელები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები