ზარქუა – კელი დეგნანს: თქვენ, როგორც ელჩი, ვერ შედექით – goodbye, my darling
“მავნებელი ხართ თქვენ, ქალბატონო ყოფილო ელჩი, მე მინდა – ეს პირდაპირ გითხრათ. თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის წარმომადგენელი, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ კელი დეგნანის მისამართით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ელჩად ვერ შედგა.
“ძალიან ვწუხვარ, ქალბატონო ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას. ვწუხვარ, თქვენ თქვენი საქმიანობით ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაზარდეთ. ალბათ, თქვენ იყავით ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო. 3-4-ჯერ ჩვენ ჩავახშეთ, რადგან საქართველოს ინტერესებში და მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს შედიოდა ქაოსი და არეულობა და არც მეორე ფრონტის გახსნა. მე მქონდა მცდელობა, რომ ბოლოს ლამაზი სიტყვით გამეცილებინეთ, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, ასე რომ goodbye, my darling”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.