გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: ეს ხალხი ცოცხლობს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე

“მხოლოდ უნდათ, რომ ზედაპირზე იტივტივონ. ეს ხალხი ცოცხლობს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე”, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მოთხოვნას, რომ შოვის ტრაგედიაზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

მისივე თქმით, ოპოზიცია სტიქიის ზონაში არც კი ჩასულა.

„ის ფაქტი, რომ რადიკალური ოპოზიციის წევრები არ ჩასულან და ისე ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, უკვე ნიშნავს იმას, რომ რადიკალურ ოპოზიციაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი არსებობდა და არსებობს. მხოლოდ უნდათ, რომ ზედაპირზე იტივტივონ და ეს ხალხი ცოცხლობს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე. იქ არ ჩასულან. იქნებ, ნახავდნენ რაიმე არგუმენტს, კომისიის შექმნისთვის რომ გამოადგებოდათ, ან იქნებ, ცოტა ხნით გადაიფიქრებდნენ და იტყოდნენ, მოდით, დაველოდოთ, გამოძიება რას იტყვის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები