„2014 წელს მე ველოდები ინვესტიციების ბუმს საქართველოში“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2014 წელს ინვესტიციების ბუმს ელის საქართველოში – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ განაცხადა.
„ივნისში იგეგმება ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი კონფერენცია ბრიუსელში, სადაც მოწვეული იქნებიან ევროპელი ბიზნესმენები, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტირების განხორციელებით, აქ საუბარია მრავალმილიონიან ინვესტიციებზე. გერმანიაში გაიმართება ბიზნესფორუმი, სადაც მოხდება გერმანელი ინვესტორების საქართველოში მოწვევა. მარტის დასაწყისში იგეგმება ებრაელი ბიზნესმენების ჩამოსვლა საქართველოში, გამართება ქართულ-ებრაული ფორუმი, ებრაელ ბიზნესმენებს კონკრეტული ინტერესები აქვთ საქართველოში. ისინი აპირებენ, განახორციელონ ინვესტიციები სხვადასხვა დარგში. დავოსში გვქონდა ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები, ვესაუბრეთ  რამდენიმე ინვესტორს  საქართველოში ქარხნების აშენებასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები