Bild: რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ „მარცვლეულის შეთანხმებას“ ამზადებენ

რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ „მარცვლეულის შეთანხმებას“ ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

გერმანული მედიის ცნობით, ამას მოწმობს თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და საელჩოებს შორის მიმოწერა, რომელიც Bild-ის განკარგულებაშია.

„შემოთავაზებულია რუსული მარცვლეულის მიწოდება ღარიბ ქვეყნებში, ძირითადად აფრიკაში. ორგანიზატორი იქნება თურქეთი, სპონსორი კი კატარი.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი რუსეთს სთხოვს, აღადგინოს მარცვლეულის წინა შეთანხმება, რათა მარცვლეული უკრაინიდანაც იყოს მიწოდებული. ანკარა, ასევე, გაეროს ეგიდის ქვეშ მოქმედების წინადადებით გამოდის“, – ნათქვამია განცხადებაში.

Bild-ის ცნობით, ახალი შეთანხმება შესაძლოა ამ შაბათ-კვირას ბუდაპეშტში გაფორმდეს. ამისათვის თათარსტანის ხელმძღვანელი რუსტამ მინნიხანოვი უნგრეთში უკვე გაფრინდა. ბუდაპეშტში ასევე, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ჩავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები