გია ცაგარეიშვილი – უმუშევრობის დონის შემცირებაზე: ეს ყველაფერი მოიტანა მშვიდობამ ქვეყანაში – სადაც არის მშვიდობა, იქ ვითარდება ბიზნესი
ეს ყველაფერი მოიტანა მშვიდობამ ქვეყანაში – სადაც არის მშვიდობა, იქ ვითარდება ბიზნესი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.
„ტურიზმის განვითარებასთან ერთად თანმდევია მომსახურების სფეროს განვითარება, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესების განვითარება – აქ იქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი. ეს არის ჯაჭვი. ეს ყველაფერი მოიტანა მშვიდობამ ქვეყანაში – სადაც არის მშვიდობა, იქ ვითარდება ბიზნესი“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.