ოპოზიცია, რომელიც საკუთარი მავნე პოლიტიკით მძიმე მდგომარეობაშია, თითქოს ქვეყანაში უბედურების მოხდენას ელოდა და მაშინვე პოლიტიკაში გადათარგმნა დაიწყეს – ირაკლი ქადაგიშვილი

“რა თქმა უნდა, შს მინისტრი პარლამენტში გამოცხადდება და ინტერპელაციის კითხვებს უპასუხებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

“სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედიით სპეკულირება ხდება. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამ სპეკულაციისთვის მაქსიმალურად გამოიყენებენ პარლამენტს და კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს. ჩვენ სპეკულაციის თანამონაწილეები არ ვიქნებით. ვნახეთ, რომ ბრალდებების სერია სტიქიის პირველივე წუთებიდან დაიწყო.

ოპოზიცია, რომელიც საკუთარი მავნე პოლიტიკით მძიმე მდგომარეობაშია, თითქოს ქვეყანაში უბედურების მოხდენას ელოდა და მაშინვე უბედურების პოლიტიკაში გადათარგმნა დაიწყეს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნისა და ასევე, შს მინისტრის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარების ინიციატივა ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები