გია გაბრიჭიძე – ეკა ბესელია „მთავარში“ მიიწვიეს არა იმიტომ, რომ ქვეყნის განვითარებაზე ემსჯელა, არამედ იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძეზე სისულელეები ეთქვა
“ეკა ბესელია „მთავარში“ მიიწვიეს არა იმიტომ, რომ იურიდიულ საკითხებზე ესაუბრა, არა იმიტომ, რომ ქვეყნის განვითარებაზე, პერსპექტივებზე ემსჯელა, არამედ იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძეზე რაღაც სისულელეები ეთქვა”, – ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.
გაბრიჭიძის თქმით, ქართულ პოლიტიკაში არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც ტელევიზიებში მხოლოდ სულელური ჭორაობისთვის დაჰყავთ. მისივე თქმით, ყველას კარგად ახსოვს ბესელიას „პოლიტიკური მოღვაწეობა“, ის კვალი, რაც მან თავის სამაჟორიტარო ოლქებს დაამჩნია.
“ძალიან მაგარია, როცა ხალხი ვისაც ფილმი „ფეოლაც“ არა აქვს ნანახი, დიდ პოლიტიკოსად თვლის თავს. ეკა ბესელია „მთავარში“ მიიწვიეს არა იმიტომ, რომ იურიდიულ საკითხებზე ესაუბრა, არა იმიტომ, რომ ქვეყნის განვითარებაზე, პერსპექტივებზე ემსჯელა, არამედ იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძეზე რაღაც სისულელეები ეთქვა. სხვათა შორის, ქართულ ოპო-პოლიტიკაში არიან ასეთი ხალხი, ვინც ტვ-ებში მხოლოდ სულელური ჭორაობისთვის დაჰყავთ. მათ ალბათ იციან ეს და კი არ „უტყდებათ“, პირიქით – მოუთმენლად ელიან კრიტიკულ დღეში მყოფი მედიის პროდიუსერების ზარებს. არადა, ყველას კარგად გვახსოვს ბესელიას „პოლიტიკური მოღვაწეობა“, ის კვალი, რაც მან თავის სამაჟორიტარო ოლქებს დაამჩნია. არადა, იმ ფილმში რა ზუსტად ამბობს ფეოლა: წააგებ — წადი, მოშორდი, დაისვენე სახლში”, – წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.