გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილად, თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა – შალვა პაპუაშვილი
“გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილად, თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საქართველო ერთდროულად გლოვობს და ზეიმობს ამ დღეს, რადგან ის გვამწუხრებს და გვავსებს იმედით, რომ კიდევაც დაიზრდებიან სამშობლოს სიყვარულით გულანთებული თაობები, ვისთვისაც ანწუხელიძის გმირობა მუდამ იქნება ღირსებისა და თავდადების მაგალითი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 39 წელი შეუსრულდებოდა. უმცროსი სერჟანტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ და წამებით მოკლეს.