უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მიკოლაივში ორი რუსული დრონი გაანადგურეს
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მიკოლაივის რეგიონში ორი რუსული დრონი გაანადგურეს.
ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო სარდლობაზე დაყრდნობით იუწყება.
„2023 წლის 17 აგვისტოს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საჰაერო სარდლობამ „სამხრეთი“ – მიკოლაივის რეგიონში ორი Merlin-VR-ის ტიპის სადაზვერვო დრონი გაანადგურეს“, – წერს საჰაერო სარდლობა „სამხრეთი“ სოციალურ ქსელში.