ირაკლი ქადაგიშვილი: ირაკლი კობახიძემ როგორც პოლიტიკოსმა გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი

“ირაკლი კობახიძის ნაბიჯი ღირსეული ადამიანის ნაბიჯი იყო. მან როგორც პოლიტიკოსმა გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შოვის სტიქია ტრაგედიაა, ოპოზიცია კი ავითარებს აზრს, რომ თითქოს ხელისუფლებას მიზანმიმართულად სურს, ტრაგედიის შემდეგ ვიღაცები დაჩაგროს.

„შოვის სტიქია არის ნამდვილად ტრაგედია. ხელისუფლებამ ეს სწორედ ასე აღიქვა და იმ მიმართულებით იმოქმედა, რომ სტიქიის შედეგები შეძლებისდაგვარად სწრაფად ყოფილიყო ლიკვიდირებული. ამავდროულად, თუ ვინმეს რაიმე წყენა ან სულიერი ტკივილი მიადგა ამა თუ იმ უნებლიე განცხადების გამო, ხელისუფლების წარმომადგენელმა ამაზე თქვა ბოდიში, რადგან ამას ხელისუფლება საკუთარი ხალხის ტრაგედიად აღიქვამს. ოპოზიცია ავითარებს აზრს, რომ თითქოს ხელისუფლებას მიზანმიმართულად სურს, ამ ტრაგედიის შემდეგ კიდევ ვიღაცები დაჩაგროს. ამას ლოგიკური ახსნაც კი არ შეიძლება მოუძებნო. როცა ადამიანს აზრად მოგდის, რომ ხელისუფლების სურვილია ტრაგედიაში მოხვედრილი ადამიანების დაბულინგება, დაჩაგვრა, მაშინ გამაგებინეთ რა არის არის მიზანი?!“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის,  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო. აღნიშნული განცხადებების შემდეგ კობახიძე სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, მან განაცხადა: “სინანული მინდა გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი, მან ყველაფერი გააკეთა, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე, თავის თავს აჯობა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები