ბექა ოდიშარია: ირაკლი კობახიძის სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს
მმართველი გუნდის წევრი ბექა ოდიშარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ოდიშარიას თქმით, კობახიძე მაღალი რანგის პოლიტიკოსი და გულწრფელი ადამიანია.
“ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი, როგორც ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ისე ძალიან გულწრფელი ადამიანი. მის ამ სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს და მითუმეტეს მე არ მეპარება, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს. მაშინ, როდესაც მტრულად არის განწყობილი ოპოზიცია, მტრულად არის განწყობილი ოპოზიციური მედიასაშუალებები, როდესაც გაჩეჩებენ ხელში რაღაც სურათს, შეიძლება ადამიანმა დაუშვა რაღაც შეცდომა, რაზეც ვფიქრობ კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა. დისკომუნიკაცია მოუვიდა კონკრეტულ ადამიანთან, ვფიქრობ, ადამიანებმა ერთმანეთს გაუგეს”,- აცხადებს ბექა ოდიშარია.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა: “სინანული მინდა გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი, მან ყველაფერი გააკეთა, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე, თავის თავს აჯობა”.