სარჯველაძე – შოვის ტრაგედიაზე: როდესაც პოლიტიკოსები საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას იწყებენ, ეს გვათქმევინებს, რომ პრიორიტეტია დაძაბულობის შემოტანა

მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

სარჯველაძის შეფასებით, როდესაც პოლიტიკოსები არ ელოდებიან საკითხებზე გამოძიების რეზულტატებს და საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას იწყებენ, ეს მათ აფიქრებინებს, რომ პრიორიტეტია პოლიტიკური დისკუსიისთვის მეტი დაძაბულობის შემოტანა ამ მიმართულებით, ვიდრე ჭეშმარიტების დადგენა.

“გაცილებით უფრო რელევანტური იქნებოდა, ჯერ გვეფიქრა კითხვებზე, რომელთან დაკავშირებითაც ისინი თვლიან, რომ საზოგადოებას ინფორმაცია არ მიუღია. ამის შემდეგ გვეკითხა იმაზე, ამ კითხვებთან დაკავშირებით პასუხების მოსაძიებლად, რომელი იქნებოდა ყველაზე რელევანტური ფორმა საპარლამენტო ზედამხედველობისა. აქედან გამომდინარე, ალბათ, ყველაზე სწორი იქნებოდა მსჯელობის ამ სახით წარმართვა, ეს შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

როდესაც გამოძიება დაწყებულია, პოლიტიკოსები არ ელოდებიან ამ საკითხებზე გამოძიების რეზულტატებს და საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას იწყებენ, სწორედ ეს გვათქმევინებს ამის შემდეგ, რომ უფრო მეტად პრიორიტეტია პოლიტიკური დისკუსიისთვის, რაღაც ელფერის მიცემა, მეტი დაძაბულობის შემოტანა ამ მიმართულებით, ვიდრე ჭეშმარიტების დადგენა”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები