პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო: ლუკაშენკოს სურს, პოლონეთის არჩევნებში ჩაერიოს
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაცეი ვონსიკმა განაცხადა, რომ ვარშავა მუდმივად ელოდება პროვოკაციებს პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე.
მისი თქმით, პოლონეთმა იცის, რომ ბელარუსის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს, „ალექსანდრე ლუკაშენკოს სურს ჩაერიოს პოლონეთის არჩევნებში (15 ოქტომბერს, სეიმში), სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სხვადასხვა პროვოკაციების მიზნით“.
„ჩვენ მუდმივად ველოდებით პროვოკაციებს პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე“, – განაცხადა ვონსიკმა.