ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.
მანამდე იყო ცნობილი, რომ მოსკოვში ე.წ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბჟანია სამედიცინო შემოწმებას გადიოდა.
“საფუძვლიანი დიაგნოზის შემდეგ, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურა წარმატებით დასრულდა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”, – ნათქვამია
ინფორმაციაში. აღნიშნულია, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც ბჟანია ე.წ საქმიან მივლინებას გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები