რუსეთი რაც მეტი მიმართულებით გადაისვრის ძალებს, ამ შემთხვევაში მით უკეთესი იქნება ნატოსთვის – გურამ მაჭარაშვილი

“რუსეთის ფედერაცია რაც უფრო მეტი მიმართულებით გადაისვრის ძალებს, ამ შემთხვევაში მით უკეთესი იქნება ნატოსთვის, რომელიც იარაღს აწვდის უკრაინას – ობიექტურად რომ ვთქვათ, იქნება აშშ, ნატო თუ ნებისმიერი სხვა, ეს მათთვის შეიძლება სწორი მიმართულება იყოს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ეს როგორი იქნება?! “, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნომერ პირველი ამოცანაა ქართველი ხალხისთვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არც ერთი სახელმწიფო ისე არ იზრუნებს, როგორც საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი. დღეს როდესაც სხვა ქვეყნებს, მათ შორის ძლიერ ქვეყნებს სხვა პრიორიტეტი – რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირება და მისი შესუსტება უდგათ წინ, როგორ გგონიათ წინ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს დააყენებენ თუ საქართველოს ინტერესებს? დღეს უკვე მსოფლიო ვითარება შეიცვალა და აშშ იქნება თუ სხვა სახელმწიფო, საკუთარ ინტერესებზე წინ საქართველოს რატომ დააყენებს? არც უნდა დააყენოს, ისევე როგორც საქართველომ პირველ ადგილზე ჯერ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესები უნდა დააყენოს და შემდეგ სხვა ქვეყნის ინტერესები – ეს არის მთელი მოცემულობა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები