მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, რომ მეტი სიცხადისთვის საჭირო იყოს ინტერპელაციის გამოყენება
მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარების საკითხს გამოეხმაურა.
„მგონია, რომ მათ შორის, ინტერპელაციის საგანი რაც არის და რა კითხვებიც არის წამოჭრილი, ამასთან დაკავშირებით უფრო მეტად სხვა მეთოდებითაც შეიძლება ამ საკითხებზე ინფორმაციების მოძიება და აქამდე გავრცელებული ინფორმაციაც სრულ პასუხებს იძლევა. თუ ვინმეს მაინც რჩება კითხვები, ეს მათი უფლებაა და წამოყენებული აქვთ ასეთი კითხვები. არ მგონია, რომ მეტი სიცხადისთვის საჭირო იყოს ინტერპელაციის გამოყენება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით „ნაციონალური მოძრაობა“ იბარებს.
სასაუბრო თემა, შოვში მომხდარ ტრაგედიაზე ძალოვანი უწყების პირველადი რეაგირება და სამინისტროს სამოქმედო გეგმა იქნება.