ირაკლი ქადაგიშვილი: შს მინისტრი მოვა ინტერპელაციაზე და ყველა საკითხზე ამომწურავ პასუხს გასცემს

მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში ინტერპელაციაზე მივა და ყველა საკითხზე ამომწურავ პასუხს გასცემს.

“არასწორად აქვთ ეს ინტერპელაცია, ჩემი აზრით, შედგენილი, იმიტომ რომ ინტერპელაციის დროს არა კონკრეტული ფაქტის გარშემო ისმება კითხვა, არამედ იმის გარშემო, თუ როგორ ახორციელებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკას ესა თუ ის სახელმწიფო უწყება. მაგრამ ამას თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, მინისტრი მოვა ინტერპელაციაზე და ყველა საკითხზე ამომწურავ პასუხს გასცემს, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებას ხელისუფლების მხრიდან უკვე აქვს ამომწურავი პასუხები გაცემული”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით „ნაციონალური მოძრაობა“ იბარებს.

სასაუბრო თემა, შოვში მომხდარ ტრაგედიაზე ძალოვანი უწყების პირველადი რეაგირება და სამინისტროს სამოქმედო გეგმა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები