შვედეთი უკრაინისთვის 314 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს
შვედეთი უკრაინისთვის 314 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის თავდაცვის მინისტრ პალ ჯონსონზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას, სათადარიგო ნაწილებს Stridsfordon 90 და Archer სისტემებისთვის, ასევე სატვირთო მანქანებსა და ნაღმების გამწმენდ აღჭურვილობას.
„ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი ომი. ჩვენ ასევე გვაქვს გრძელვადიანი პერსპექტივა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ პლატფორმებს, რომლებსაც უკრაინაში ვაგზავნით გრძელვადიანი ფორმით“, – აღნიშნა პალ ჯონსონმა.