ირანის ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ირანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰასან როჰანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ამის შესახებ ირანის სასამართლო სისტემის და იუსტიციის სპიკერმა, მასუდ სატაიშიმ განაცხადა.

„ჰასან როჰანის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე შესაბამისი იურისდიქციის შენარჩუნებით“, – განაცხადა მან.

პოლიტიკოსს ბრალად ედება სავალუტო ბაზარზე დარღვევები და საფონდო ბირჟის საქმიანობაში ჩარევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები