მდინარე მოსკოვის მიდამოებში დრონი ჩამოვარდა.
ამის შესახებ რუსული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.
მოხდა აფეთქება.
ამავდროულად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ვნუკოვოს” აეროპორტის შემდეგ საჰაერო სივრცე კალუგის თავზეცაა ჩაკეტილი.
აღნიშნული უკავშირდება დრონების მოსალოდნელ იერიშებს.