ოსიაურთან ავარიას ცოლ-ქმარი და 9 თვის ბავშვი ემსხვერპლნენ – მძღოლი დაკავებულია

   ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის – ცოლ-ქმრისა და ცხრა თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. თბილისიდან სამტრედიისკენ მიმავალ “დეუს” მარკის ავტომობილს საპირისპირო მხრიდან მომავალი “ტოიოტას” ჯიპი შეეჯახა. როგორც “კვირას“ შიდა ქართლის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავარიის შედეგად მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, “ტოიოტას” ჯიპი შპს “კომპლექს სერვისს“ ეკუთვნის. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, “ტოიოტას“ მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები