ახერხებენ თუ არა განვითარებული ქვეყნები სტიქიური უბედურების პრევენციას

გლობალური დათბობა და კლიმატური ცვლილებები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც არაერთ სტიქიურ უბედურებას იწვევს. სტიქიურ უბედურებებს კი, სამწუხაროდ, ხშირად ადამიანური მსხვერპლი ახლავს. საქართველოში, კერძოდ, შოვში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, სოციალურ მედიაში მომხმარებლები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციასა და ფოტომასალას, რომელთა თანახმადაც, განვითარებულ ქვეყნებში მსგავს ტრაგედიებს უფრო მომზადებულნი ხვდებიან. მათი თქმით, სადამკვირვებლო სისტემების, ღვარცოფების დამჭერებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების წყალობით, მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელია და ასეთი ტრაგედია განვითარებულ ქვეყანაში არ მოხდებოდა.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. უახლესი თანამედროვე თავდაცვითი ტექნოლოგიური სისტემების არსებობის მიუხედავად, სტიქიურ მოვლენებს ადამიანების სიცოცხლე ეწირება ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა, მაგალითად, შვეიცარია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. „კვირამ“ გადაწყვიტა, სწორედ განვითარებული ქვეყნების მაგალითზე მოეძიებინა მსგავსი სტატისტიკა და შეეთავაზებინა მკითხველისთვის.


ცენტრალური ევროპა, 2000 წ: მესამე ათასწლეულის პირველი გაზაფხული ევროპაში ძლიერი ნალექით გამოირჩეოდა. ამან გამოიწვია მდინარეების მასობრივი ადიდება და წყალდიდობა ცენტრალურ ევროპაში. რუმინეთში დაზიანდა 224 ხიდი და 150 კილომეტრიანი გზა, დაიღუპა 9 ადამიანი.

ევროპული საუკუნის რეკორდი, 2002 წ: ევროპაში ამ წელს წყალდიდობას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 15 მილიარდი ევროს ზარალი მოჰყვა.

Нынешнее столетие отметилось ростом числа наводнений в мире.-2

რუმინეთი და დიდი ბრიტანეთი, 2004 წ: სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა რუმინეთში 2004 წლის აგვისტოს წყალდიდობისას. ტრადიციულად, წყალდიდობამ დიდი ბრიტანეთიც მოიცვა. წყლის ნაკადმა ზღვაში სამი ათეული მანქანა გაიტაცა. 15 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება.

გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია და ავსტრია, 2005 წ: ერთი წლის შემდეგ, 2005 წლის აგვისტოში წყალდიდობამ მოიცვა გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია და ავსტრია. წყალდიდობას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა,  კიდევ 14 შვეიცარიაში წვიმის შედეგად გამოწვეული მეწყრის გამო დაიღუპა.

დუნაისა და ელბას ადიდება, 2006 წ: დუნაის, ელბასა და მორავას ნაპირებიდან გამოსვლამ წყალდიდობა გამოიწვია გერმანიაში, სლოვაკეთში, პოლონეთში, ავსტრიაში, ჩეხეთში, რუმინეთსა და უნგრეთში. გერმანია ყველაზე მეტად დაზარალდა, იქ 10 ადამიანი დაიღუპა. ჩეხეთსა და სლოვაკეთში 4 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

2013 წლის სექტემბერი: ტროპიკულმა ციკლონმა მექსიკას განსაკუთრებული ნალექი მოუტანა, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ყველაზე მეტად ის თავს დაატყდა სოფელ ლა-პინტადას, სადაც მასშტაბურმა მეწყერმა 68 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

оползень 2013 г.

მეწყერი 2014 წლის 25 მარტს ოსოში, ვაშინგტონში. 22 მარტს მასიურ მეწყერს, სულ მცირე, თოთხმეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი, დაკარგულად ითვლება.

2015 წლის 20 დეკემბერი, მეწყერი ჩინეთის პროვინციაში: 2015 წლის 20 დეკემბერს ჩინეთის ქალაქ შენჯენში, ინდუსტრიულ პარკში მეწყერი ჩამოწვა. მაშველებმა 73 დაღუპულის ცხედარი იპოვეს.

2017 წელი – ღვარცოფი ბონდოში: 2017 წლის 23 აგვისტოს 3 მილიონი კუბური მეტრი კლდის მასა ჩამოინგრა გრაუბიუნდენის კანტონში, პიზ სენგალოს მთის ფერდობზე. ჩამოშლილი მიწის რაოდენობა შვეიცარიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო. მას მოჰყვა ღვარცოფი, რომელიც ბერგალიას ისტორიულ რეგიონში მდებარე სოფელ ბონდოს დაატყდა თავს. ღვარცოფის მსხვერპლი რვა ტურისტი გახდა.

2018 წელი, იაპონია: 2018 წელს ძლიერმა წვიმამ სამხრეთ-დასავლეთ იაპონიაში ფართომასშტაბიანი, დამანგრეველი წყალდიდობები და ღვარცოფები გამოიწვია. 20 ივლისის მდგომარეობით, 15 პრეფექტურაში 225 ადამიანი დაიღუპა, 13 კი, დაკარგულად ითვლება.

Эвакуация жертв наводнения

2019 წლის 19 ნოემბერი – ავსტრიაში ძლიერი წვიმისა და თოვლის დნობის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ და მეწყერმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა, ორი დაშავდა და რამდენიმე შენობა დაინგრა.

წყალდიდობა და მეწყერი ბრაზილიაში 2020 წელს: 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა, 18 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო, დაახლოებით, 30 000-დან 46 500-მდე ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი.

2021 წლის 3 ივლისს, ძლიერი წვიმის შემდეგ იაპონიაში, შიზუოკას პრეფექტურაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

неопределенный

2022 წლის ნოემბერი – მეწყერი იტალიაში: იტალიის კუნძულ ისკიაზე ძლიერი წვიმით გამოწვეული მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შვიდს მიაღწია. უგზო-უკვლოდ დაკარგულად 13 ადამიანი ითვლება.

2023 წელს ბრაზილიაში ძლიერმა წვიმამ და მეწყერმა ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა: ბრაზილიის შტატ სან-პაულუში ძლიერი წვიმის, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა.

2023 წლის წყალდიდობა სლოვენიაში: სლოვენიაში მასშტაბურმა წყალდიდობამ, სულ მცირე, 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მე-4 ცხედარი შაბათს, 5 აგვისტოს, ლუბლიანას მახლობლად, მდინარე სავას ნაპირზე იპოვეს.


რასაკვირველია, ჩამონათვალი არასრულია. ეს, ძირითადად, ის ქვეყნებია, სადაც დამჭერები, შემაკავებელი ჯებირები და მონიტორინგის სისტემები არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებზე გაცილებით მაღალ დონეზეა, თუმცა მათ ტრაგედიის თავიდან აცილება, სამწუხაროდ, მაინც ვერ მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები