პაატა ბურჭულაძე იუბილარია

 ცნობილ ქართველ ბანს, პაატა ბურჭულაძეს ხვალ 59 წელი შეუსრულდება. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ავსტრიის თეატრების ჰოლდინგის დირექტორი ეწვია, რომელიც ბურჭულაძეს ავსტრიის პირველი ხარისხის საპატიო ჯვარს და ავსტრიის პრეზიდენტის მისალოც წერილს გადასცემს.
მოგვიანებით კი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის უკვდავთა თაღში საოპერო ვარსკვლავის ხელის ანაბეჭდი საზეიმოდ გაიხსნება. პაატა ბურჭულაძის ინფორმაციით, 3 მარტს ფონდ „იავნანას“ დაარსებიდან 10 წელი უსრულდება. საზეიმო ღონისძიებაზე ფონდის დამფუძნებელი რიგით მეასე სახლის გასაღებს გადასცემს მას, ვისაც ყველაზე ძალიან უნდა „თბილი სახლი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები