რომის პაპი: აღვავლენთ ჩვენ ლოცვას დაღუპულთათვის, დაშავებულებისთვის და დაკარგულთა გადასარჩენად

default
პაპმა ფრანცისკემ, მსოფლიო ახალგაზრდული დღეების დასკვნით სიტყვაში, მიუსამძიმრა მთელ საქართველოს შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო. განსაკუთრებით კი ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახებს აღუთქვა ლოცვა.

„საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო გლოვობს და შოვის რაიონში სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო სამძიმარს გამოხატავს. აღვავლენთ ჩვენ ლოცვას დაღუპულთათვის, დაშავებულებისთვის და დაკარგულთა გადასარჩენად“, – წერია რომის პაპის სადესპანოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიმდინარეობს ცხედრების ამოცნობა და დაკარგულების სამძებრო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები