შოვში, სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლი დავით ბერიაშვილია

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი პირის ვინაობა ცნობილია. ის დავით ბერიაშვილია.

ინფორმაციას გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები