კახა კალაძე: სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება შეუძლებელია

“სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება შეუძლებელია”,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„სტიქიისა და უბედურების აცილება, ნახავდით კადრებსაც, რომ სლოვენიაშიც უდიდესი სტიქია მოხდა, იტალიაშიც რამდენიმე თვის წინ ღვარცოფი, წყალმოვარდნა უდიდესი უბედურება დატრიალდა. სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება შეუძლებელია. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახებს“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები