იუსტიციის სახლი უცხოელებს გაუმჯობესებულ სერვისს სთავაზობს

იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი ლომიძის განცხადებით, იუსტიციის სახლში სპეციალურად უცხოელთა მომსახურებისთვის განკუთვნილი სივრცე ამოქმედდება. როგორც ლომიძემ დღეს გამართულ პრენსკონფერენციაზე აღნიშნა, იუსტიციის სახლში საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა მომსახურება კიდევ უფრო მარტივდება და დღეიდან იუსტიციის სახლში მისულ უცხოელებს მხოლოდ მათი მომსახურებისთვის განკუთვნილი სამუშაო ადგილებიდან მიაწვდიან სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისს.
“ეს სიახლე უცხოელებს საშუალებას მისცემს, მათთვის გასაგებ ენაზე მიიღონ ხარისხიანი მომსახურება. ისინი თავად აირჩევენ სასაუბრო ენას და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას მიიღებენ უკლებლივ ყველა სერვისზე, რომელსაც იუსტიციის სახლში გავცემთ. ჩვენ მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად გავუმარტივოთ საქმე და მივაწოდოთ მაღალი ხარისხის სერვისი. აღნიშნული სიახლეც სწორედ ამ მიზანს ემსახურება”, – განაცხადა ირაკლი ლომიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები