სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის მაგალითი შესაძლოა, ჩრდილოეთ ყაზახეთმაც გაიზიაროს

“ჩრდილოეთ ყაზახეთი შეიძლება შემდეგი „ნოვოროსია“, დნესტრისპირეთი ან სამხრეთ ოსეთი გახდეს”, – აღნიშნული განცხადება ვლადიმერ პუტინის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა ანდრეი ილარიონოვმა „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. ექსპერტმა მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატია – „ნოვოროსიის საზღვრები“ გაიხსენა, სადაც იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების ჩამონათვალია, რომლებიც ეგრეთ წოდებული რუსული სამყაროს შემადგენლობაში ან, პუტინის სიტყვებით, ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხის დაყოფის გაერთიანების კონცეფციას უნდა მოერგნენ.
„მინდა, გავიხსენო მინსკის მოლაპარაკებების დროს ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ღია, მყარი და ხმამაღალი განაცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ყაზახეთს საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება ყაზახეთს არ დააზარალებს. ამ განცხადებით ნაზარბაევი პუტინს დაუპირისპირდა. შესაბამისად, ყაზახეთის თემაზე პუტინის ახლა ალაპარაკება შეიძლება მის ემოციურ რეაქციად ჩავთვალოთ “, – აღნიშნავს ანდრეი ილარიონოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები