თემურ მღებრიშვილი: ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ  მღებრიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ცხედრიდან 7 იდენტიფიცირებულია. მისივე თქმით, ცხედრებს ე.წ. კოტეჯების ტერიტორიაზე პოულობენ.

„საერთო ჯამში, სტიქიის ზონაში მოძიებულია 15 ცხედარი. 7 ცხედარი იდენტიფიცირებულია, თუმცა ამოცნობის პროცესი გრძელდება. აღნიშნული ცხედრების მოძიება ხდება ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე,“ – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები