შოვში დაზარალებულებისთვის „ფეისბუქზე“ ყალბი ანგარიშებიდან თანხას ითხოვენ

default

სოციალურ ქსელში, შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. „ფეისბუკის“ მომხმარებლები ყალბი ანგარიშებიდან სხვადასხვა ჯგუფში აქვეყნებენ პოსტებს იმის შესახებ, თითქოს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მიდიან და აგროვებენ თანხას საჭირო ნივთების შესაძენად. მოქალაქეებს კი მოუწოდებენ, თანხა მათ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხონ.

აღსანიშნავია, რომ, რეალურად, ფინანსების მობილიზაციის საჭიროება არ არსებობს და საქართველოს მთავრობამ ბოლო დღეებში არაერთხელ განაცხადა ამის შესახებ.

ყალბი ანგარიშის ერთ-ერთი მაგალითი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები