ილარიონოვი: უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთთან ბრძოლაში წაგების ვარიანტი აირჩია

ვლადიმერ პუტინის ყოფილი ეკონომიკური მრჩევლის, ექსპერტ ანდრეი ილარიონოვის განცხადებით, უკრაინას გამარჯვების შესაძლებლობა აქვს, თუმცა წაგების ვარიანტს არჩევს. აღნიშნული განცხადება ილარიონოვნა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გააკეთა.
„უკრაინას გამარჯვების ყველა საშუალება აქვს, ეს გამარჯვება ადვილი და იაფი არ იქნება. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებამ წაგების ვარიანტი აირჩია. ამას უკრაინის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაც ადასტურებს, კერძოდ, პოროშენკოს სიტყვები, რომ უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის. ეს კი უკრაინის დამარცხების ლეგალიზებას ნიშნავს”, – აცხადებს ექსპერტი. ანდრეი ილარიონოვმა უკრაინის თემაზე საუბრისას საქართველოს კონფლიქტებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ უკრაინის შედეგიც ანალოგიური იქნება:
“პოროშენკოს სიტყვები ფრონტის ხაზზე ბრძოლის შეწყვეტას ნიშნავს, რომელიც ადრე თუ გვიან ხდება დე ფაქტო საზღვარი ნოვოროსიასა და უკრაინის დარჩენილ ტერიტორიას შორის. შემდეგ კი ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა თუ დნესტრისპირეთში. ამ პირობებზე შეთანხმება ნოვოროსიის დე ფაქტო აღიარებას ნიშნავს, რაც პუტინის გეგმა იყო”. ექსპერტი იმასაც იხსენებს, რომ ჯერ კიდევ ორი დღეს წინ უკრაინა მზად იყო, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ბოლომდე ებრძოლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები