გუდრუნ ბრუნგორდი: ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს საქართველოს საკურორტო რეგიონში
შვედეთის პარლამენტის საქართველოსთან ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელი გუდრუნ ბრუნგორდი საქართველოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს საქართველოს საკურორტო რეგიონში, რაჭაში მომხდარი დამანგრეველი მეწყრის შედეგად, 11 ადამიანის დაღუპვის და მრავალი დაკარგულის გამო. გლოვის დღე – 7 აგვისტო“, – წერს გუდრუნ ბრუნგორდი.