“ვიზიარებ თქვენს ტკივილს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით” – ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერს და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.

„ძვირფასო პრემიერმინისტრო, უკიდურესად ვწუხვართ შოვის საკურორტო ზონაში ძლიერი მეწყერის შედეგად ფართომასშტაბიანი ნგრევისა და მსხვერპლის გამო.

ვიზიარებ თქვენს ტკივილს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას თქვენი, მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლების, საქართველოს მეგობრული ხალხის მიმართ. დაშავებულებს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და ვისურვებ, რომ სტიქიის მიერ გამოწვეული შედეგები მალე აღმოიფხვრას“, – ნათქვამია ილჰამ ალიევის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები