აგლაძის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, არის დაშავებული
დიდუბეში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ერთ-ერთი ბინაში, სავარაუდოდ, საყოფაცხოვრებო ნივთს გაუჩნდა.
უწყების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, ბინაში მყოფი უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდრებულია.